Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო - შემეცნებითი ტური

2025 წლის 7 დეკემბერს განხორციელდა სასწავლო - შემეცნებითი ტური სტუდენტური პროექტის ,,ნიკო ნიკოლაძე - საქართველოში მრეწველობის განვითარების მნიშვნელობის შესახებ“ ფარგლებში. თსუ ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტის სამრეწველო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ქ-ნ ეკა ლეკაშვილის და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,ინდუსტრიული პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა“ სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა და განხორციელდა აღნიშნული პროექტი. 
ნიკო ნიკოლაძე გახლდათ ქართველი საზოგადო მოღვაწე ევროპულ საუნივერსიტეტო განათლებით, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში. მისი პროექტები საფუძვლად დაედო ეკონომიკის  დარგების  განვითარებას საბჭოთა პერიოდშიც. ნიკო ნიკოლაძემ ქართველებს დაუსახა ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. 
სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუდენტები დარწმუნდნენ, რომ ახალგაზრდა თაობამ მეტი უნდა იცოდეს ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის  და ღირებულებების, სამოქალაქო პოზიციების შესახებ.
ამასთან, შემეცნებით ტურში გათვალისწინებული იყო ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ნახვა, სადაც თავმოყრილია ანტიკურ ეპოქაში საქართველოში ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების  ისტორიული არტეფაგები. სამუზეუმო თვალსაჩინოებამ სტუდენტებს გაუღვიძა ინტერესი საკუთარი ქვეყნის ცივილიზაციური საკითხებით დაინტერესების მიმართულებით.

 


 

თარიღი: 10/12/2025